ისრაელი გაეროს რეზოლუციის დარღვევად მიიჩნევს ლიბანთან საზღვარზე მომხდარ ინციდენტს

ისრაელი გაეროს უშიშროების საბჭოს 1701-ე რეზოლუციის „აშკარა დარღვევად“ მიიჩნევს ინციდენტს, რომელიც ლიბანთან საზღვარზე მოხდა. ორი ქვეყნის ჯარისკაცებს შორის ურთიერთსროლის შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა: სამი ლიბანელი ჯარისკაცი, ერთი ლიბანელი ჟურნალისტი და ისრაელის ერთი პოლკოვნიკი. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ინციდენტზე პასუხისმგებლობას ლიბანის მთავრობას აკისრებს. ჯერ ნათელი არ არის, როგორ დაიწყო ინციდენტი. ისრაელის განცხადებით, მის ორ ჯარისკაცს ესროლეს ბუფერულ ზონაში, თუმცა, ჯარისკაცები თავ-თავიანთ მხარეს დარჩნენ.