"ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა "ელიტ ელექტრონიქსის" დამფუძნებელი და ყოფილი მმართველი ანზორ ქოქოლაძე დააკავა. საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქოქოლაძე 2008-2009 წლებში, სხვადასხვა უკანონო გარიგებით სახელმწიფოსა და კრედიტორებისადმი არსებული ვალდებულებებისთვის თავის არიდებაშია ეჭვმიტანილი. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბიზნესმენს 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.