გაეროს გენერალურმა მდივანმა მსოფლიოს ბირთვული იარაღის არსენალების განადგურებისკენ მოუწოდა. ბან კი მუნი დღეს იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში შეხვდა ექვს ადგილობრივ მცხოვრებს, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს აშშ-ის ბირთვულ იერიშს გადაურჩნენ. ხვალ გაეროს გენერალური მდივანში ქალაქ ხიროსიმაში ჩავა და მშვიდობის მემორიალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.