სააკაშვილი კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი კოლუმბიის ახლადარჩეული პრეზიდენტის ხუან მანუელ სანტოს კალდერონის ინაუგურაციას დაესწრება. ადმინისტრაციის ცნობით, 7 აგვისტოს დანიშნულ ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად პრეზიდენტი სააკაშვილი ბოგოტაში დღეს მიემგზავრება.