სააკაშვილმა კოლუმბიიდან საქართველოს დეოკუპაციაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ბრძოლა გაგრძელდება, ვიდრე უკანასკნელი ოკუპანტი არ დატოვებს საქართველოს მიწას. „ ვიდრე არ აღდგება სამართლიანობა ასობით ათასი სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლები, ქალაქები და სოფლები", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და დაამატა, რომ საქართველოს მთავრობის ისტორიული ამოცანაა, ეს ბრძოლა ბოლომდე მიიყვანოს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება გააკეთა კოლუმბიაში, სადაც ქვეყნის პრეზიდენტის ინაუგურაციას ესწრება.