ჩინეთში მეწყერს დიდი მსხვერპლი მოჰყვა

ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ბოლო მონაცემებით 127 კაცი დაიღუპა, დაახლოებით ორი ათასი ადამიანი კი დაკარგულად ითვლება. სტიქიური უბედურების ზონაში ჩინეთის ლიდერი ვენ ზიბაო ჩავიდა. შაბათს დაწყებული ძლიერი წვიმების შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდნენ მდინარეები, რასაც დღეს მეწყერი მოჰყვა პროვინცია განსში.