საქართველოში სიცხე უახლოესი 10 დღის განმავლობაში შენარჩუნდება

ამინდის პროგნოზირების ცენტრის ცნობით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სიცხე უახლოესი 10 დღის განმავლობაში შენარჩუნდება. 20 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 36-39 გრადუსამდე იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – 36-38 გრადუსი. შედარებით აგრილებას სინოპტიკოსები 23 აგვისტოდან ელიან.