ჩერნოგორია ამ ქვეყანაში ინვესტორებს მოქალაქეობას სთავაზობს

ჩერნოგორიის მთავრობა ამ ქვეყნის მოქალაქეობას სთავაზობს მათ, ვინც ამ ქვეყნის ეკონომიკაში 500 ათას ევროს ჩადებს. მთავრობის უებგვერდზე გამოცხადებულია, რომ აქტი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდება. ჩერნოგორიამ, სადაც 670 ათასი ადამიანი ცხოვრობს, მარტში მოქალაქეობა მისცა ტაილანდის ყოფილ პრემიერ-მინისტრ თაკსინ შინავატრას, რომელსაც სამშობლოში პატიმრობა ემუქრება.