გაერო პაკისტანში მეამბოხეების გააქტიურებას ვარაუდობს

შეიარაღებულმა მეამბოხეებმა შეიძლება ისარგებლონ პაკისტანის ჰუმანიტარული კატასტროფით და წყალდიდობის მსხვერპლებთან მუშაობა დაიწყონ - განაცხადა გაეროს წამომადგენელმა ჟან-მორის რიპერმა. მისი თქმით, მეამბოხეები ეცდებიან მსხვერპლთა უბედურების გამოყენებას და „ქულების დაწერას“. მანამდე პაკისტანის თალიბანმა მოუწოდა ისლამაბადს, უარი ეთქვათ დასავლეთის დახმარებისთის. თალიბანის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად იყო 20 მილიონი დოლარი გამოეყო პაკისტანის მთავრობისთვის წყალდიდობის მსხვერპლების დასახმარებლად.