საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონის მორიგ მატჩში. „C“ ჯგუფის მორიგ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელებმა თბილისში დაამარცხეს პორტუგალიის ნაკრები - 73:57. გამარჯვებულთაგან ყველაზე შედეგიანად ითამაშეს ფაჩულიამ (17 ქულა), სანიკიძემ და გრინმა (12-12). მორიგ შესარჩევ მატჩს საქართველოს ნაკრები 14 აგვისტოს, სტუმრად გამართავს ბულგარეთის ეროვნულ გუნდთან.