ევგენი ევტუშენკო აფხაზეთში თავისი აგარაკის აღდგენას აპირებს

ცნობილი რუსი პოეტი ევგენი ევტუშენკო აფხაზეთში თავისი აგარაკის აღდგენას აპირებს. სააგენტო აფსნიპრესის ცნობით, 16-წლიანი პაუზის შემდეგ აფხაზეთში ჩასული ევტუშენკო ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა გულრიფშის რაიონში, სადაც მისი აგარაკი 1992-93 წლების საომარი მოქმედებებისას განადგურდა. საუბარია სოფელ აგუძერაზე, სადაც საბჭოთა პერიოდში აგარაკი არაერთ მწერალს ჰქონდა.