ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე საქართველოშიც აღნიშნეს

გაეროს მიერ შემოღებული ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე 12 აგვისტოს საქართველოშიც აღნიშნეს. ზეიმის ადგილად შეირჩა ბათუმი, სადაც ახალგაზრდა ლიდერთა ფორუმის დაწყებას წინ უძღოდა აქცია დევიზით: „მე ვარ აქტიური ახალგაზრდა“. რამდენად შეესაბამება დევიზი რეალობას? ამის გარკვევა რადიო თავისუფლების ბათუმელმა კორესპონდენტმა სცადა.