გაეროს ხელმძღვანელი პაკისტანის წყალდიდობით დაზარალებულ არეალებს მოინახულებს

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხად, რომ გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი მუნი შაბათს აპირებს პაკისტანში ჩასვლას, რათა მოინახულოს ამ ქვეყნის ისტორიაში უდიდესი წყალდიდობის შედეგად დაზარალებული არეალები. ცნობით, ბანი მთავრობის ლიდერებს შეხვდება. პაკისტანში 20 მილიონამდე ადამიანს შეეხო უშუალოდ ან ირიბად წყალდიდობა. გაეროს თანახმად, ათას ექვსასამდე ადამიანი დაიღუპა სტიქიის შედეგად.