ჯორჯ სოროსს 80 წელი შეუსრულდა

ჯორჯ სოროსი

12 აგვისტოს 80 წელი შეუსრულდა ცნობილ ამერიკელ ბიზნესმენსა და ქველმოქმედს ჯორჯ სოროსს. სოროსის დაარსებული ფონდი - „ღია საზოგადოება“ - მოქმედებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. თავად სოროსი არასოდეს მალავდა საქართველოს მიმართ თავის განსაკუთრებულ ინტერესს, რაც ჩანს თუნდაც ინტერვიუში, რომელიც გიორგი გვახარიამ 2004 წლის ივნისში, ბუდაპეშტში ჩაწერა. დღეს - ჯორჯ სოროსის იუბილესთან დაკავშირებით - ამ ინტერვიუს ხელახლა მოგასმენინებთ.