რუსეთში ტყის ხანძარი ბირთვული კვლევის ცენტრს უახლოვდება

რუსეთის ოფიციალური პირების თანახმად, ტყეში გაჩენილი ხანძარი სახიფათოდ მიუახლოვდა ბირთვული კვლევის ერთ-ერთ ცენტრს. ათასობით მეხანძრე გაიგზავნა საროვის ცენტრის არეალში, სადაც ახლად გაჩენილმა ხანძარმა საფრთხე შეუქმნა ობიექტს. საკუთრივ ცენტრის ტერიტორიაზე ცეხლი არ გადასულა, მაგრამ მახლობელ არეალში ტყე იწვის.