საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა სტუმრად სძლია ბულგარეთს

ევროპის 2011 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის „A“ დივიზიონის მორიგ მატჩში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა გუნდმა სტუმრად, დაძაბულ ბრძოლაში მოუგო ბულგარეთის ნაკრებს - 83:79 და ოთხი მატჩიდან სამი გამარჯვებით სათავეში მოექცა „C“ ჯგუფის სატურნირო ცხრილს. გამარჯვებულთაგან თავი გამოიჩინა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელმაც თავის გუნდს 23 ქულა შესძინა. გრინის ანგარიშზე 14 ქულაა, ხოლო ფაჩულიასი - 12. შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე იყო ბულგარელი ვიდენოვი - 29 ქულა. ამავე ჯგუფის მეორე მატჩი პოლონეთისა და ბელგიის ეროვნულ გუნდებს შორის დამთავრდა მასპინძელთა გამარჯვებით - 93:73. მორიგ შესარჩევ თამაშს საქართველოს ნაკრები 17 აგვისტოს, სტუმრად გამართავს პოლონეთის ეროვნულ გუნდთან.