უკრაინის სამმა ტელეარხმა შაბათს საღამოს „გამაფთრხილებელი საეთერო გაფიცვა“ მოაწყო

უკრაინის სამმა ტელეარხმა შაბათს საღამოს ეგრეთწოდებული „გამაფთრხილებელი საეთერო გაფიცვა“ მოაწყო სიტყვის თავისუფლების დასაცავად. როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ იტყობინება, ადგილობრვი დროით 19-დან 20 საათამდე შეწყდა ეთერი „მეხუთე არხზე“, ტე-ვე-ი“-ზე და „ჩერნომორსკაიაზე“. ტელეარხების თანამშრომელთა გნცხადებაში ნათქვამია, რომ უკანასკნელი თვეების განმავლობაში სისტემატურად აქვს ადგილი მცდელობებს, განადგურდეს სიტყვის თავისუფლება, მასობრივი საინფორმაციო საშუალებათა თავისუფლება, მოხდეს საინფორმაციო სივრცის მონოპოლიზაცია.