დაღესტანში აფეთქება მოხდა რკინიგზაზე

დაღესტანში აფეთქება მოხდა რკინიგზაზე. წინასწარი ინფორმაციით, არავინ დაზარალებულა. როგორც სამართალდამცავი ორგანოები იტყობინებიან, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა სატვირთო მატარებლის გზაზე მახაჩყალის მახლობლად. ინტერფაქსის ცნობით, მატარებელს გათხევადებული აირი გადაჰქონდა.