გეიტსი პოსტს 2011 წელს დატოვებს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა განაცხადა, რომ აპირებს თანამდებობა 2011 წელს დატოვოს. გეიტსმა ამის შესახებ ჟურნალ Foreign Policy -ს უთხრა. მან ასევე აღნიშნა, რომ მისი გადადგომის დროს - 2010 წლის დეკემბერში - ამერიკული ჯარის ავღანეთში ქმედებების ეფექტიანობის ანალიზი ჩატარდება და შეფასებაც მიეცემა.