ინგლისური - მეორე დედაენა?

ფილოლოგიის პროფესორი ლევან ღვინჯილია

ინგლისური ენის ამერიკელ მასწავლებლებთან შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოთხ წელიწადში ყველა ქართველი ბავშვი ინგლისურენოვანი გახდება, ანუ ქართულის შემდეგ ქვეყანაში მეორე ენა ინგლისური იქნება. ასეთ განცხადებებსა და ქართველი ბავშვების „ინგლისურენოვან თაობად“ ჩამოყალიბების პერსპექტივას უარყოფითად აფასებს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ლევან ღვინჯილია. საინფორმაციო სააგენტო "მედიანიუსთან" საუბარში ღვინჯილიამ განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების წინდაუხედავი ნაბიჯია. ფილოლოგის თქმით, „ინგლისურენოვანი თაობის ჩამოყალიბება, არც მეტი არც ნაკლები, ერის გადაშენება იქნება.“ ჩვენ ტელეფონით დავუკავშირდით პროფესორ ღვინჯილიას და ვკითხეთ, კერძოდ რა იწვევს მის შეშფოთებას.