რექტორის მოვალეობის შემსრულებლად ნუგზარ სურგულაძე აირჩიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად იურიდიული ფაკულტეტის პროფესორი ნუგზარ სურგულაძე აირჩია. ის მოვალეობას ახალი რექტორის არჩევამდე შეასრულებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა თანამდებობიდან გასულ კვირაში გადადგა.