უნიკალური წიგნებით უკანონო ვაჭრობის გამო რამდენიმე ადამიანი დააკავეს

უნიკალური წიგნებით უკანონო ვაჭრობის გამო საქართველოში კიდევ რამდენიმე ადამიანი დააკავეს. შსს-მ დღეს განაცხადა, რომ ეროვნული არქივის ბიბლიოთეკიდან მე-18, მე-19 საუკუნების უნიკალური წიგნების უკანონოდ გატანის და რეალიზაციის ბრალდებით დაკავებულთა შორის არიან ბიბლიოთეკის დირექტორი ზურაბ ეცადაშვილი და სააქციო საზოგადოება ”ქართული ფილმის” დირექტორი არჩილ გელოვანი, რომელიც ბიბლიოთეკის საცავებიდან გატაცებულ წიგნებს სისტემატურად ყიდულობდა. ამავე სამინისტროს ცნობით, საქმის წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ თბილისის პროკურატურა და პოლიციის მთავარი სამმართველო.