პიატიგორსკში დაშავებულთა ნაწილი მოსკოვში გადაიყვანეს

ექიმების თქმით, პიატიგორსკში სამშაბათს მომხდარი აფეთქებისას მძიმედ დაშავებული 5 ადამიანი მოსკოვში გადააფრინეს. დაახლოებით 30 ადამიანი დაშავდა პიატიგორსკში, ერთ-ერთ კაფესთან მდგარი მანქანის აფეთქების შედეგად. გამომძიებელთა თქმით, აფეთქებას ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიეცა.