დადგინდა პიატიგორსკში აფეთქებული მანქანის მფლობელის ვინაობა

პიატიგორსკში სამართალდამცავებმა სამშაბათს აფეთქებული მანქანის მფლობელის ვინაობა დაადგინეს. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, პიატიგორსკიდან გასასვლელი ყველა გზა გადაკეტილია. საავადმყოფოში რჩება 30-მდე დაშავებული. 5 - ყველაზე მძიმედ დაშავებული მოსკოვში საგანგებო თვითმფრინავით გადაიყვანეს. გამოძიების თანახმად, აფეთქების სიმძლავრე 30 კილოგრამი ტროტილის ტოლი იყო. აფეთქების შედეგად, მთლიანად განადგურდა კაფეს შენობა, დაზიანდა ახლომდებარე სახლები და მანქანები.