აშშ-მა ერაყში სამხედრო ოპერაციის აქტიური ფაზა დაასრულა

აშშ-მა ერაყში სამხედრო ოპერაციის აქტიური ფაზა დაასრულა. გამთენიისას ერაყის ტერიტორია დატოვა ამერიკული არმიის ბოლო საბრძოლო ბრიგადამ, რომლის შემადგენლობაში 4 000 სამხედროა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის ფილიპ კროულის განცხადებით, აშშ-მა ერაყში ომი დაასრულა, თუმცა, განაგრძობს ამ ქვეყანაში საქმიანობას, რომელსაც ძირითადად, არა სამხედრო, არამედ სამოქალაქო ხასიათი ექნება. უსაფრთხოების ძალების მოსამზადებლად მომავალი წლის ბოლომდე ერაყში 50 ათასამდე ამერიკელი სამხედრო დარჩება.