ედუარდ კოკოითის და მის გარემოცვას პროკურატურაში უჩივლეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რეაბილიტაციის პროცესში მოსკოვის დაფინანსებით მონაწილე რუსული კომპანიების საქმიანობაში დარღვევები აღმოაჩინეს. რუსეთის გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სისხლის სამართლის 11 საქმე უკვე აღძრულია. პროკურატურის ოფიციალური განცხადების გამოქვეყნებამდე რუსული პრესით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა სპეციალისტებმა, რომლებიც ცხინვალში მუშაობენ, ედუარდ კოკოითის და მის გარემოცვას პროკურატურაში უჩივლეს და დე ფაქტო ლიდერის საწინააღმდეგო კომპრომატები წარუდგინეს.