სომხეთის და რუსეთიას პრეზიდენტებმა განიხილეს ყარაბაღის პრობლემა

ერევანში სომხეთის და რუსეთის პრეზიდენტების მოლაპარაკება გაიმართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე სარგსიანმა და მედვედევმა განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და სამოკავშირეო ურთიერთობას კიდევ უფრო განავითარებენ. რუსეთის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ სომეხ კოლეგასთან ერთად საკმაოდ დეტალურად განიხილა აქტუალური საერთაშორისო საკითხები და ყარაბაღის კონფლიქტის პრობლემა. მედვედევის განცხადებით, მოსკოვი კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას, რაც ყველა მხარისთვის მისაღებ შეთანხმებებს დაეფუძნება.