საქართველო-რუსეთის მიმართულებით ჩარტერული ავიარეისები განახლდა

საქართველო-რუსეთის მიმართულებით პირდაპირი ჩარტერული ავიარეისები განახლდა. დღეიდან 15 სექტემბრამდე ავიაკომპანია ”აირზენა” თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით სულ 12 რეისს შეასრულებს. საქართველოს ნებართვის საფუძველზე, 23 აგვისტოდან პირდაპირი ჩარტერული რეისების შესრულებას დაიწყებს რუსული ავიაკომპანია ”სიბირიც”.