ქაიროს მუზეუმიდან მოიპარეს ვან გოგის ნახატი

ქაიროს სამხატვრო მუზეუმიდან მოიპარეს ვან გოგის ნახატი „ყვავილებიანი სურა“, რომელიც 50 მილიონ დოლარდაა შეფასებული. ეგვიპტის კულტურის მინისტრმა, ჰოსნი ფარუქმა განაცხადა, რომ ქურდის დაკავებისთვის განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ნახატს, რომელიც ასევე ცნობილია სახელწოდებით, „ყაყაჩოები“ მეორედ იპარავენ. პირველად ის ამავე მუზეუმიდან მოიპარეს 1978 წელს. მოგვიანებით ის ქუვეითში იპოვნეს და ქაიროში დააბრუნეს.