პაკისტანის სამხრეთში მოსახლეობა სახლებს ტოვებს ახალი წყალდიდობის საფრთხის გამო

პაკისტანში ქვეყნის სამხრეთი რაიონების მოსახლეობა სახლებს ტოვებს ახალი წყალდიდობის საფრთხის გამო. პროვინცია სინდის ხელისუფლება იტყობინება, რომ უკანასკნელი დღეღამის განმავლობაში 200 ათასამდე ადამიანი გაიქცა მაღლობ რაიონებში. ახლახან მომხდარი წყალდიდობის შედეგად პაკისტანში 1600 ადამიანი დაიღუპა. დაზარალებულად ითვლება 20 მილიონი ადამიანი.