მედვედევმა და გიულმა ტელეფონით ისაუბრეს ამიერკავკასიაში არსებულ ვითარებაზე

ამიერკავკასიაში არსებულ ვითარებაზე ტელეფონით ისაუბრეს რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა დმიტრი მედვედევმა და აბდულა გიულმა. ამის შესახებ იუწყება კრემლის პრესსამსახური. მისივე ცნობით, პრეზიდენტებმა დაადასტურეს, რომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის საჭიროა კოორდინირებული ძალისხმევა.