რუსეთის პრეზიდენტმა ორდენით დააჯილდოვა გიორგი დანელია

ცნობილ კინორეჟისორს გიორგი დანელიას დღეს 80 წელი შეუსრულდა. იუბილარი რეჟისორი ამჟამად თავისი მხატვრული ფილმის "ქინ-ძა-ძას" სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ვარიანტზე მუშაობს და უახლოეს ხანში მესამე წიგნის დაწერას აპირებს. 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა გიორგი დანელია დააჯილდოვა ორდენით "სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის".