მექსიკაში სამხედროებმა 72 ადამიანის გვამები აღმოაჩინეს ქვეყნის ჩრდილოეთში

მექსიკაში სამხედროებმა 72 ადამიანის გვამები აღმოაჩინეს შტატ ტამაულიპასში, ქვეყნის ჩრდილოეთში. მანამდე შეიარაღებული შეტაკება მოხდა სამხედროებსა და ერთ-ერთი ადგილობრივი ნარკოკარტელის წარმომადგენლებს შორის. მოკლულია სამი თავდამსხმელი და ერთი სამხედრო. 2006 წლიდან, როცა ქვეყნის ხელისუფლებამ ომი გამოუცხადა ნარკომაფიას, დაიღუპა 28 ათასი ადამიანი.