გაეროს დევნილთა სააგენტო საქართველოში დევნილთა იძულებით გამოსახლებებს ეხმაურება

გაეროს დევნილთა უწყება შეშფოთებას გამოხატავს საქართველოში დევნილთა სახელმწიფო მფლობელობეში მყოფი შენობებიდან გამოსახლებების გამო. განცხადებაში, რომელიც დღეს გავრცელდა, მოყვანილია გაეროს დევნილთა უმაღლესი კომისრის სიტყვები, რომ განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ გამოსახლების პროცესი არასაკმარისად გამჭვირვალედ მიმდინარეობდა და ინფორმაციის ნაკლებობით ხასიათდებოდა.