ერაყში აფეთქებების შედეგად დაიღუპა 60 და დაშავდა 250 ადამიანი

გუშინ, აფეთქებების სერიის შედეგად ერაყში 60 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 250. აფეთქებები ერთდროულად ათობით ქალაქში, მათ შორის ბაღდადში, მოხდა. ბაღდადში დაღუპულთა შორის 20 პოლიციელია. ერაყელმა პოლიტიკოსებმა მომხდარი უსაფრთხოების სისტემის ყველაზე მასშტაბურ კრიზისად შეაფასეს. ერაყიდან ამერიკელ ჯარისკაცთა ბოლო დაჯგუფებების გაყვანის დაწყებამდე ვაშინგტონში იმედოვნებდნენ, რომ ერაყის ხელისუფლებას შესწევს ძალა, ქვეყანაში ვითარება თავად აკონტროლოს.