დღეს ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალების წევრი სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა

დღეს ავღანეთში უსაფრთხოების უზრუნველყოფის საერთაშორისო ძალების წევრი სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. როგორც იტყობინებიან, ისინი დაიღუპნენ აფეთქებების შედეგად - ორნი ქვეყნის აღმოსავლეთში და ერთი - სამხრეთში. სამხედრო ხელმძღვანელობა არ იტყობინება დეტალებს.