აღმოსავლეთ ავღანეთში 21 თალიბი მოკლეს და ხუთი დაატყვევეს

ავღანეთის აღმოსავლეთ რეგიონში კოალიციის ჯარმა თალიბების თავდასხმის შედეგად მოწინააღმდეგის 21 მეომარი მოკლა და ხუთი ტყვედ ჩაიგდო. ნატოს ცნობით, საერთაშორისო ძალებისა და ავღანეთის ჯარის სამხედროებს შორის დანაკარგი არ არის, დაიჭრა მხოლოდ ოთხი სამხედრო. ადგილობრივი პოლიციის თანახმად, ხოსტში, ორ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაში 48 მეამბოხე მონაწილეობდა. ორივე თავდასხმისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს თალიბებმა, რომელთა ცნობით, მოკლულ იქნა 18 უცხოელი ჯარისკაცი.