დასავლეთ ავღანეთში საარჩევნო კამპანიის ხუთი აქტივისტის გვამები აღმოაჩინეს

დასავლეთ ავღანეთში, პროვინცია ჰერათში კვირას დილას აღმოაჩინეს საარჩევნო კამპანიის ხუთი გატაცებული აქტივისტის გვამები. ისინი პარლამენტის დეპუტატობის ერთ-ერთი კანდიდატისთვის ეწეოდნენ აგიტაციას. მოკლულები 25 აგვისტოს მოიტაცეს. დანაშაულისთვის არავის უკისრია პასუხისმგებლობა. უკანასკნელ ხანებში თალიბები არაერთხელ დაემუქრნენ ხალხს, რომელიც ღიად აპირებს 18 სექტემრის არჩევნებში მონაწილეობას.