რუსეთში ცხრა ადამიანი დაიღუპა ხანდაზმულთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად

დასავლეთ რუსეთში მდებარე ტვერის რეგიონში ცხრა ადამიანი დაიღუპა ხანდაზმულთა სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად. ოფიციალური ინფორმაციით, ხანძარი დღეს დილას გაჩნდა ქალაქ ვიშნი ვოლოჩეკში მდებარე ობიექტში, სავარაუდოდ, როცა ხანდაზმულთა სახლში მყოფმა ერთ-ერთმა პირმა სცადა თავის დაწვა. რეგიონში საგანგებო მდგომარეობათა სამინისტროს პრეს-მდივნის განცხადებით, გამომძიებლებმა საწავავის კანისტრა იპოვეს ოთახში, საიდანაც ხანძარი დაიწყო. დაშავდა ორი ადამიანი, ევაკუირებულ იქნა 480.