გლოლას ტყეში ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება

ხანძრის საბოლოოდ ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება ონის რაიონის სოფელ გლოლასთან მდებარე ტყეში. ამასთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, ცეცხლის ძირითადი კერები უკვე ჩამქრალია და ვერტმფრენების გამოძახების აუცილებლობა არ არსებობს. მათივე განმარტებით, თუ ქარი ხელს არ შეუშლით, მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა ხანძრის ჩაქრობას დღის ბოლოსთვის შეძლებს.