უზენაეს სასამართლოში კონსტიტუციის ახალ პროექტს განიხილავენ

დღეს უზენაეს სასამართლოში მოეწყობა საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის საჯარო განხილვა. განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ მოსამართლეები, პარლამენტის წევრები და კონსტიტუციის პროექტის ავტორები. ახალ კონსტიტუციაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოსამართლეთა დანიშვნას უკავშირდება. კონსტიტუციის მიხედვით, მოსამართლეები უვადოდ დაინიშნებიან, რაც მათი დამოუკიდებლობის კიდევ ერთ გარანტიად უნდა იქცეს.