განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორ ყოფილ მაღალჩინოსანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორ ყოფილ მაღალჩინოსანს. საფინანსო-საბიუჯეტო დეპარტამენტისა და სამეურნეო სამმართველოს ყოფილ ხელმძღვანელებს დავით მამარდაშვილს და ზვიად კიკვაძეს ადანაშაულებენ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, რაც დამტკიცების შემთხვევაში 3 წლამდე პატიმრობით ისჯება. შეგახსენებთ, რომ ოფიციალური ინფორმაციით, 2008 წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში 600 ათასი ლარი გაიფლანგა.