ტყიბულის მაღაროში დაღუპულებს პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქციით მიაგეს პატივი

ტყიბულის მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულებს პატივი დღეს პარლამენტის შენობასთან მდუმარე აქციით მიაგეს საქართველოს პროფკავშირების წარმომადგენლებმა და კვლავ გააპროტესტეს ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობა, რომელიც მათი შეფასებით, დასაქმებულთა უფლებებს და უსაფრთხოებას არ იცავს. პროფკავშირების ლიდერის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ტყიბულის მაღაროში გაზაფხულზე მომხდარი აფეთქების შემდეგ, რომელმაც ოთხი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, პროფკავშირებმა დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა და ხელისუფლება ტრაგედიის განმეორების შესახებ გააფრთხილა. პროფკავშირები მაღაროში არსებული უმძიმესი მდგომარეობის დაუყოვნებლივ გამოსწორებას მოითხოვენ.