ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ეგვიპტეში გაიმართება

ეგვიპტის საგარეო უწყებამ დღეს დაადასტურა, რომ ეგვიპტის კურორტი შარმ ელ-შეიხი უმასპინძლებს ისრაელისა და პალესტინელების პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდს, რომელიც 14-15 სექტემბერს გაიმართება. ეგვიპტის საგარეო უწყების პრეს-მდივან ჰოსამ ზაკის განცხადებით, პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი და ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეტანიაჰუ უხელმძღვანელებენ მოლაპარაკებას, რომელსაც შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი დაესწრება. ეგვიპტეში მოლაპარაკებაზე დასწრების შემდეგ, კლინტონი იერუსალიმში ჩავა და ნეტანიაჰუსთან და აბასთან სამმხრივ შეხვედრას გამართავს.