ვატიკანი სასტიკად გმობს ირანელი ქალის ჩაქოლვის მცდელობას

ვატიკანის განცხადებით, ისინი ყველანაირ დიპლომატიურ გზას გამოიყენებენ იმისათვის, რომ ხელი შეუშალოს ღალატში ბრალდებული 43 წლის ირანელი ქალის ჩაქოლვას. ვატიკანის სპიკერის ფედერიკო ლომბარდის თქმით, რომის პაპი ჩართულია აღნიშნული პრობლემის მოგვარებაში და ის აცხადებს, რომ ჩაქოლვა არის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი ფორმა სიკვდილით დასჯისა.