პაკისტანში აფეთქებამ 17 ადამიანი მოკლა

სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა და 40 დაიჭრა ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში პოლიციის შენობასთან თვითმკლელის თავდასხმის შედეგად. პოლიციის განცხადებით თავდამსხმელი ასაფეთქებლით დატვირთული მანქანით დაეჯახა შენობას. მოკლულთა უმეტესობა პოლიციელია, თუმცა შესაძლოა რამდენიმე ბავშვიც დაღუპულიყო. ეს პაკისტანში თვითმკვლელის მესამე აფეთქებაა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში.