ქაბულში ავღანელი ტელეწამყვანი მოკლეს

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ბრძანა გამოიძიების დაწყება ცნობილი ავღანელი ტელეჟურნალისტის მკვლელობასთან დაკავშირებით. 45 წლის საიად ჰამიდ ნური, რომელიც ტელეწამყვანთან ერთად ავღანეთის ჟურნალისტთა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე იყო საკუთარ სახლთან იპოვეს მოკლული. ჟურნალისტთა მხარდაჭერის ცენტრის ინფორმაციით ნური დაჭრეს და შემდეგ თავი მოჰკვეთეს. სიად ნური ცნობილი იყო ასევე, როგორც პოლიტიკური აქტივისტი - მას კარზაის მოწინააღმდეგე პოზიცია ეჭირა.