თბილისში ვიზიტს განაგრძობს ნატოს ექსპერტთა ჯგუფი

თბილისში ვიზიტს განაგრძობს ნატოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც საქართველოს მიერ ყოველწლიური ეროვნული პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას აფასებს. დღეს ალიანსის ექსპერტებს შეუერთდა ნატოს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარებისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი ფრენკ ბოლანდი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოში ნატოს შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი 10 სექტემბერს დასრულდება.