დანიელ კარიკატურისტს გერმანიის მასმედიის პრემია გადაეცა

გერმანიის მედიის პრემია გადაეცა დანიელ კარიკუტურისტს, რომელმაც შექმნა მაჰმადინათა წინასწარმეტყველ მოჰამედის გამოსახულება, რამაც აღაშფოთა მაჰმადიანური სამყარო. ორგანიზატორების თანახმად, „M-100“-ის სახელით ცნობილი პრემია გადაეცა კურტ ვესტერგაარდს პრესის თავისუფლების და აზრის გამოთქმის თავისუფლებისთვის ურყევი ბრძოლის, ასევე სიმამაცისთვის, რომელიც მან გამოიჩინა დემოკრატიული ფასეულობების დასაცავად მიუხედავად მის მიმართ მოკვლით და ძალადობით მუქარისა.