ყურანის დაწვის გეგმას მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ლიდერები გმობენ

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ დღეს მოუწოდა პატარა ამერიკულ ეკლესიას, უარი თქვას გეგმაზე 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის წლისთავზე ყურანის დაწვის შესახებ. ამრიკულ ტელეკომპანიასთან საუბარში ობამამ გეგმას „დამანგრეველი“ და საშიში „ტრიუკი“ უწოდა. გეგმა დაგმო ერაყის პრემიერ-მინისტრმა ნური ალ მალიკიმაც, რომელაც თქვა, რომ ყურანის დაწვას „ექსტრემისტები ახალი მკვლელობების განხორციელების საბაბად გამოიყენებენ“. გეგმა გააკრიტიკა ვატიკანმაც. ასევე, სამი ყველაზე ხალხმრავალი მუსლიმური ქვეყნების, ინდონეზიის, პაკისტანის და ინდოეთის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ამ გეგმას შეუძლია რელიგიური კონფლიქტის გაღვივება და სთხოვეს ამერიკის ხელისუფლებას, აღკვეთოს ის.